ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 20:52

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზედენტთან ილჰამ ალიევთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, ეროვნული უშიშროების და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებს და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას.

ვიზიტის მსვლელობისას მხარეები განიხილავენ სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი შეეხება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 22 მაისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58