საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 18:45

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა. კომისია პარლამენტში შემოსული საჩივრების და განცხადებების საფუძველზე, პარლამენტის დადგენილებით 2013 წლის 1 მაისს შეიქმნა.

სხდომა  სამი თვის მანძილზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა, ასევე სხვა თანამდებობის პირების საქმიანობას, მათ მიერ გამოცემული აქტების კანონიერების საკითხს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის და ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს შეისწავლის.

კომისიის წევრებმა, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სერგო ხაბულიანი, ხოლო მდივნად ანი მიროტაძე აირჩიეს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის დებულება და მუშაობის ადგილიც განისაზღვრა. კომისიის მიერ საგამოძიებო საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე სხდომები თბილისში და ქუთაისში გაიმართება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58