ანჯელინა ჯოლი ახალ ფილმში საკუთარი დედის როლს განასახიერებს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 19:59

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში განასახიერებს დედის მარშელინ ბელტრანის როლს, რომელიც 2007 წელს, 56 წლის ასაკში კიბოსგან გარდაიცვალა.

 

 

ფილმის გადაღებები მალე დაიწყება და მას ბრედ პიტის  კომპანია «Plan B» დააფინანსებს. ფილმის შესახებ დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ფილმი  მარშელინ ბელტრანიზე იქნება, რომელსაც მისი ქალიშვილი ითამაშებს.

მარშელინ ბელტრანი ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებით,  მან შექმნა ორგანიზაცია «Give Love Give Life», რომელიც კიბოთი დაავადებულთა დახმარებას და თანადგომას ისახავდა მიზნად. 

ანჯელინა ჯოლიმ სულ ცოტა ხნის წინ მკერდის ოპერაცია გაიკეთა, მას ორივე ძუძუ მოკვეთეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57