დავით უსუფაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ ვეტოდადებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 19:06

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საერთო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს,  რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ხელი მოაწრა. პარლამენტის თავჯდომარის მიერ ხელმოწერილი პაკეტი გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შევა ძალაში.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონი უკვე გაგზავნილია ოფიციალურად გამოსაქვეყნებლად, რაც ალბათ დღესვე მოხდება. გამოქვეყნების მომდევნო დღეს ანუ ხვალიდან კანონები შედის ძალაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ერთთვიან პერიოდში კანონების ძალაში შესვლიდან უნდა ჩატარდეს მოსამართლეთა კონფერენცია და მათ აირჩიონ თავიაანთი წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოში, ხოლო პარლამენტმა უნდა დაიწყოს პროცედურები ექვსი არამოსამართლე წევრის შესარჩევად.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58