ბიძინამ გიორგი მარგველაშვილი შემთხვევით არ აირჩია - ედუარდ შევარდნაძე

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 17:28

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება სწორი გადაწყვეტილება იყო. ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატად ვინც არ უნდა დასახელდეს, გამარჯვების შანსი არ აქვს. კოალიაცია „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ–დასავალთან" ინტერვიუში დააფიქსირა.

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ვინც არ უნდა იყოს ის, ქართველ ხალხთან შანსი არ აქვს. რაც შეეხება ბატონ გიორგი მარგველაშვილს, მე პირადად მას არ ვიცნობ, მაგრამ მის გამოსვლას ვუსმინე "კავკასიის" ეთერში და ძალიან მომეწონა. დავრწმუნდი, რომ ბიძინამ ეს არჩევანი შემთხვევით არ გააკეთა", –  აღნიშნა ექს–პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61