თომას ჰამერბერგი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი აქციების ჩატარება საზოგადოებაში დაპირისპირებას აღარ გამოიწვევს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 17:28

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა რუსთაველის გამზირზე  17 მაისის მოვლენები  შეაფასა და სამწუხარო ფაქტი უწოდა მომხდარ დაპირისპირებას. მისივე  განცხადებით, ამ ინციდენტის შედეგად არავინ დარჩა მოგებული,  ყველამ წააგო, რადგან მშვიდობიანი დემოსტრაცია, რომელსაც ატარებდა ერთი ჯგუფი, დაიშალა მეორე ჯგუფის მიერ და მათ არ მისცეს საშუალება ჩაეტარებინათ მანიფესტაცია.

„მე გამიჭირდება ევროპაში ავხსნა ის, რაც აქ მოხდა, თუმცა  იყო პოზიტიური ფაქტებიც. პრემიერის განცხადება იყო გაბედული პრინციპული და ასევე ყველა სხვა ლიდერის გაკეთებული განცხადება“, - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.

ევროსაბჭოს კომისრის განცხადებით, ყველა პარტიამ პარლამენტში დაგმო ეს მოვლენა, ამიტომ ის, რაც მომავალში უნდა გაკეთდეს სამართლიანობის აღდგენისთვის, არ გამოიწვევს პოლიტიკურ დაპირისპირებას საზოგადოებაში, მათ შორის,  ეკლესიაშიც.

ჰამერბერგის განცხადებით, მომავალი ვიზიტის დროს ის გეგმავს შეხვდეს პატრიარქს, რათა პირადად გააცნოს თავისი პოზიცია. მისივე თქმით, სამართალდამცველების დადანაშაულება უადგილო იქნება, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ გართულებულიყო.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58