ერთი საათი ვეხვეწებოდით 30-40 გასულელებულ ბავშვს, არ ჩაეტარებინათ აქცია - არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:53

სამების ტაძრის მოძღვარი,  არქიმანდრიტი  ანთიმოზ  ბიჩინაშვილი  აცხადებს, რომ 17 მაისის აქციაზე გადაღებულ კადრებში, რომელიც სოციალური ქსელებისა და ტელევიზიით გავრცელდა, მისი ბილწსიტყვაობა არ ისმის.

არქიმანდრიტმა 17 მაისის აქციის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა რომ ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას განსაკუთრებით ებრძვის და მის თანდასწრებით ყველას უკრძალავს.

"როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი - ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა გავიმეორე, გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ-მეთქი. ვიდეოკადრებში კი ისმის, თითქოს ვიგინები. ეს ჩემი ხმა არ არის. ვეცადეთ, რაც მოხდა, არ მომხდარიყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ერთი საათი ვეხვეწებოდით, 30-40 გასულელებულ ბავშვს, არ ჩაეტარებინათ აქცია, რათა მათ წინააღმდეგ გამოსვლას აგრესიული ფორმა არ ჰქონოდა, მაგრამ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, არ დაიშალოთ, უნდა გამოხვიდეთო. საქმე იმაშია, რომ ათასობით ადამიანი გამოსული იყო არა იმ ბავშვების, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ცდილობს ცოდვის, ანტიქრისტეს იდეოლოგიის გაბატონებას. მათ წინ აფარებული ჰყავთ ეს გასულელებული ბავშვები", - განმარტავს მამა ანთიმოზი.

აქვე არქიმანდრიტი კიდევ ერთი სასულიერო პირის ქმედებასთან დაკავშირებით აკეთებს განმარტებას, რომელიც როგორც კადრებში ჩანს ტაბურეტით ხელში გარბის. მისი თქმით, აღნიშნულ სასულიერო პირს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და თავს სუსტად გრძნობდა და აქციაზე ტაბურეტით იმიტომ წავიდა, რომ დაღლილობისას ჩამომჯდარიყო.

„კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის კიხვაზე იყო თუ არა 17 მაისის ამბები სამაგალითო, მამა ანთიმოზი დადებით პასუხს იძლევა და ამბობს, რომ ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ანტიქრისტემ ვერ დაიდგას ტახტი და ივერია გაბრწყინდეს.

„პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მანკიერება“, - აცხადებს მამა ანთიმოზი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6