წინა წლებში გამოტანილ სასამართლო განაჩენებს დროებითი სახელმწიფო კომისია შეისწავლის

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 15:43

მართლმსაჯულების ხარვეზებს დროებითი სახელმწიფო კომისია შეისწავლის, რომლის დაკომპლექტებაზე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო მუშაობა. კომისიის განხილვის თემა იმ პირთა საქმეები იქნება, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ ჩატარებული გამოძიება ან სასამართლის გადაწყვეტილება არ არის სათანადო.

ამ საკითხზე დღეს 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მსჯელობდნენ. მათი მთავარი შენიშვნა კომისიის უფლებამოსილების ვადებთანაა დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც, კომისიას უფლება ექნება მხოლოდ 2004-2012 წლების განმავლობაში გამოტანილ სასამართლო განაჩენებზე იმუშაოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვადები უფრო მეტ პერიოდს უნდა მოიცავდეს, ვინაიდან ამ კუთხით ხარვეზები 90-იან წლებშიც ბევრი არსებობდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59