სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:14

გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობამ სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ბაკურციხეში აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა  ბაკურციხე-თბილისის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ ისინი მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლაც მოითხოვეს. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათგან ფინანსურ დახმარებას მოითხოვენ.

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას, გურჯაანის გამგებელი აცხადებს, რომ ზარალი დათვლილია და ამის შესახებ ინფორაცია ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61