ხვალ სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წლის იუბილეს თეატრისა და კინოს მუზეუმში აღნიშნავენ

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 15:28

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში სამშაბათს, 21 მაისს, 19:00 საათზე, დიდი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება.

მუზეუმის ეზოში ექსპონირებული იქნება, 76 ფოტო მსახიობის მიერ შესრულებული ფილმებიდან, სპექტაკლებიდან და პირადი ცხოვრებიდან. იუბილესთან დაკავშირებით შედგება მოქანდაკე ლადო ვარდოსანიძის მიერ შესრულებული გორელიეფის გახსნა.

ღონისძიებაზე მოხდება ალბომის პრეზენტაცია (ტექსტის ავტორი - მანანა გეგეჭკორი; დიზაინი - თამარ ფოცხიშვილი; გამომცემლობა - ”სეზანი”) და ამავდროულად წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი ”სოფიკო” (რეჟისორი ნ. შენგელაია ა. ჭიაურელი )

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58