ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს ავღანეთში მსხვერპლის გაღება არ სჭირდება

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 14:23

ავღანეთში რა გვესაქმება, როცა ჩვენი საკუთარი ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს რომ ავღანეთში ქართული ჯარის ყოფნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აუცილებელი პირობა არ არის და აცხადებს რომ, ვინ და რატომ გასცა თავის დროზე ავღანეთში ქართული ჯარის შეყვანის ბრძანება,  აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული.

"ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს ავღანეთში მსხვერპლის გაღება არ სჭირდება. მითხარით, რომელ ქვეყანას წაუყენეს ასეთი პირობა ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ? საფრანგეთმა, ინგლისმა ჯარები უკვე გაიყვანა, როგორც ამბობენ, 2014 წელს ბოლო ამერიკელი ჯარისკაცებიც დატოვებენ ავღანეთს. ასეთ შემთხვევაში, არ მესმის, ჩვენ რატომ ვზრდით იქ ჩვენი სამხედროების რაოდენობას?" - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58