თბილისში რამდენიმე რაიონს 25 მაისამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 13:54

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეიდან 25 მაისამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ბუნებრივ აირს დროებით ვერ მიიღებს შპს ენერგო კავშირი, მუხიანის დასახლება შპს ვარკეთილი აირი, შპს ლილოს დასახლება, შპს ყამარი და შპს თემქა პური, მუხიანისა და გლდანის სააგარაკე დასახლება.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდებათ გაზგასამართ სადგურებს შპს ვისოლს, შპს გამა+-ს, შპს გამა-2-ს, შ.პ.ს ზევსს და ვარკეთილს.

სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას აუცილებელი გახდა ვლადიკავკაზ-თბილისის 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის სამი მონაკვეთის გადატანა- გადაწყობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58