ფინანსთა სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 11:35

ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგები და ამჟამად მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები.

 „საბჭოს წევრებთან ერთად განვიხილეთ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ვარიანტს დავუგზავნით საბჭოს წევრებს და ისინი მოგვაწვდიან კონკრეტულ წინადადებებსა და შენიშვნებს. გარდა ამისა, საბჭოს წევრებს მივაწოდე ინფორმაცია იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც მქონდა აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასთან,“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

„შედგა საინტერესო შეხვედრა. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. ითქვა, რომ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ამ მიმართულებით. როგორც სამინისტრომ აღნიშნა, აპრილის თვე იყო კარგი როგორც საგადასახადო აქტივობის კუთხით, ასევე ბიზნესის გააქტიურების მიმართულებით, ამიტომ დარჩენილ სამ კვარტალში გვექნება უფრო ნათელი სურათი რა პარამეტრებზე შეიძლება გავიდეს ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი ლექვინაძემ.

„შეფასებები აუცილებელია, მათ შორის კრიტიკულიც, მაგრამ ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ 5-6%-იან ზრდაზე მთლიანი შიდა პროდუქტისა საქართველო ამ წელს გავიდეს. სასწრაფო ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ეკონომიკური აქტივობის მსურველ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, დაიწყოს თავისი საქმიანობა,“ - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა დემურ გიორხელიძემ.

შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს როგორ მიმდინარეობს ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავების პროცესი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59