ბიძინა ივანიშვილმა სამართალდამცველებს პოლიციის დღე მიულოცა

, 19 მაისი, 2013 - 17:20

დღეს ჩვენ ქართული პოლიციის დღეს აღვნიშნავთ. ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, - ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამართალდამცველებს პოლიციის დღე. პრემიერ-მინისტრმა 17 მაისის აქციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოლიციელებმა უსაფრთხოების ზომების დაცვა მოახერხეს.

"თქვენ ღირსეულად მოახერხეთ და შექმენით გასასვლელი უმცირესობისთვის, რომ საკუთარი უფლებების დაცვა მოეხერხებინათ. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ჩადექით და მაშინ, როდესაც ნახეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად პირველ ადგილზე გადავიდა ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და მაშინ, როდესაც არ მოხერხდა აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება, თქვენ სწორედ, რომ თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად თქვენს თავზე აიღეთ ყველა სიმძიმე და მოახერხეთ და გაარიდეთ უმცირესობა საფრთხეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში და შენობის გარეთ რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. ბიძინა ივანიშვილისა და თავად შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები გააცნო. მათ ახალი უნიფორმა, ახალი ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეო რეგისტრატორი, სამხრე ვიდეოკამერა და ჟეტონი დაათვალიერეს.

სამინისტროში ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შს სამინისტროს განვითარების სტრატეგია და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი წარმოადგინეს. რის შემდეგაც მათ სამინისტროს ეზოში გადაინაცვლეს და პოლიციის თანამშრომლებსა და საზოგადოებას პოლიციის დღე მიულოცეს.

მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58