მინდა მჯეროდეს, რომ პოლიცია ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ამ შვიდი თვის განმავლობაში იყო - თინა ხიდაშელი

, 19 მაისი, 2013 - 16:16

მინდა მჯეროდეს, რომ იმის შემდეგაც, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, პოლიცია ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ამ შვიდი თვის განმავლობაში იყო და შემდეგი სამი წლის განმავლობაში იქნება,  -ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა პოლიციის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა. მან პოლიციელებს პოლიციის დღე მიულოცა და მუდმივად ქვეყნის სამსახურში დგომა უსურვა.

მინდა მივულოცო პირველ რიგში ყველა პოლიციელს დღევანდელი დღე და მინდა ვუსურვო, რომ მუდმივად ყოფილიყვნენ ქვეყნის სამსახურში. აღარასოდეს არ ჰქონოდეთ იმის პრობლემა, რომ ვიღაცა მათ  აძლევს ბრძანებას მოსახლეობის დასჯის და პოლიტიკური ანგარიშსწორების, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მარიამ ჯავახიშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58