19 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება

, 19 მაისი, 2013 - 14:10

დღევანდელ დღეს პოლიციის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ღონისძიებები მოეწყო. სამინისტროში პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარალმენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, მთავრი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილისა და თავად შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები გააცნო. მათ ახალი უნიფორმა, ახალი ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეო რეგისტრატორი, სამხრე ვიდეოკამერა, ჟეტონი დაათვალიერეს. სამინისტროში ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შს სამინისტროს განვითარების სტრატეგია, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი წარმოადგინეს. რის შემდეგაც მათ სამინისტროს ეზოში გადაინაცვლეს და პოლიციის თანამშრომლებსა და საზოგადოებას პოლიცის დღე მიულოცეს. შეგახსენებთ, რომ პოლიციის დღის აღნიშვის თარიღი შეიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ის გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დღე წელს 6 მაისის ნაცვლად 19 მაისს აღინიშნება, აღდგომის დღესასწაულის დამთხვევამ გამოიწვია.

მარიამ ჯავახიშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58