ნინო ბურჯანაძე ლგბტ-ს აქციის უკან გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილს ხედავს

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 19:59

 „დემოკრატიული მოძრაობის“ თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 17 მაისს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საგანგებოდ არ გააკეთა აქციის დასრულებამდე კომენტარი, რათა ვინმეს არ ჩაეთვალა მის მიერ წინასწარ დაფიქსირებული პოზიცია, როგორც შეუწყნარებლობისადმი ან ძალადობისაკენ მოწოდებად.

ნინო ბურჯანაძემ  ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იგი ნებისმიერი ტიპის ძალადობას გმობს და წუხს, რომ აქციაზე ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, თუმცა ასევე საგანგებოდ აღნიშნა, რომ ის ძალადობაც და აღშფოთებაც,  რომელიც  საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან სამართლიანად იყო გამოწვეული, გახლდათ შეგნებულად პროვოცირებული ადამიანთა იმ მცირე ჯგუფის მიერ, რომელიც ისედაც პრობლემებით აღსავსე ქვეყანაში დამატებით პრობლემებს ქმნის.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის აზრით, ამ აქციის უკან დგანან არა უმცირესობების წარმომადგენლები, არამედ ის ადამიანები, ვინც საქართველოში უცხო ფასეულობების დანერგვას ცდილობდნენ, უპირველეს ყოვლისა,  გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი. ბურჯანაძის განცხადებით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისინი არაერთხელ შეეცადნენ მსგავსი აღლუმის ჩატარებას, რაზეც მისი რეაქცია კატეგორიულად უარყოფითი იყო.

„რა თქმა უნდა, ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს იმ განსხვავებულობის გამო, რომელიც მას ახასიათებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ თავს უნდა მოგვახვიონ ჩვენთვის უცნობი და მიუღებელი ფასეულობები, თუ ამას საერთოდ ფასეულობა შეიძლება დაერქვას და პროპაგანდირება გააკეთონ იმისი, რაც მიუღებელია” -  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58