ჩვენი მიზანი იყო არა აღლუმი, არამედ ჰომოფობიის დღის აღნიშვნა - დავით მიხეილ შუბლაძე

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 18:45

სახელმწიფოს უნდა დაეცვა აქციის ყოველი მონაწილის უფლებები და, მათ შორის, მათი სიცოცხლეც, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ლგბტ-ს დირექტორმა დავით მიხეილ შუბლაძემ "პრაიმტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ ეგონათ, რომ ძალადობა სასულირო პირების თაოსნობით მოხდებოდა და ყველაფერი ასე მტკივნეულად დამთავრდებოდა.

"ჩვენი ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის პოლიციას დაცვისთვის და თანადგომისთვის. ჩვენი მიზანი არ იყო პარლამენტთან დადგომა და არც აღლუმის მოწყობას ვაპირებდით. უბრალოდ, ტრანსფარანტებით აღნიშვნას ვაპირებდით ჰომოფობიის დღეს, მაგრამ არ გამოგვივიდა. დემოკრატიული ქვეყნები საერთოდ დაცულად ატარებენ აქციებს და არავინ არ ზარალდება. სახელმწიფოს უნდა დაეცვა ყოველი აქტივისტის სიცოცხლე და უფლება, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მხრიდან დაშავებული არ არის.  უბრალოდ, დააზიანეს სამარშრუტო ტაქსი,რომელიც ხალხმა დალეწა,  იქ მჯდომ გოგოებს კი ნაკაწრები ჰქონდათ", -  განაცხადა დავით მიხეილ შუბლაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58