ფინანსთა სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 17:01

ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საბჭოს წევრებს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგები და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო.

შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავების პროცესის მიმდინარეობაზე.

„საბჭოს წევრებთან ერთად განვიხილეთ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ვარიანტს დავუგზავნით საბჭოს წევრებს და ისინი მოგვაწვდიან კონკრეტულ წინადადებებსა და შენიშვნებს. გარდა ამისა, საბჭოს წევრებს მივაწოდე ინფორმაცია იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც მქონდა აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61