კოტე ყუბანეიშვილის აქციაზე გამოსვლას დაძაბულობა მოჰყვა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 16:25

ეს არც სააკაშვილის ბრალია, არც ივანიშვილის. ეს ხალხის სიბნელეა, ამ ხალხმა აცვა ჯვარს ქრისტე, ეს არ არის მართმადიდებლობა, - აქციაზე  კოტე ყუბანეიშვილის ამ განცხადებას ვითარების დაძაბვა მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა  ყუბანეიშვილის ემოციურიგანცხადება გააპროტესტეს, რასაც მწვავე  შეძახილები მოჰყვა და კორდონის გარღვევა სცადეს.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ სიტუაცია მალევე გაანეიტრალა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება კორდონი გარღვევის.

სამთავრობო კანცელარიასთან ამ წუთებში ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე გუშინ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაპირისპირებას და ძალადობას აპროტესტებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58