შალვა ნათელაშვილი გუშინდელ დაპირისპირებაში ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 16:08

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გუშინ, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს დღეს ლეიბორისტების ოფისში გამოეხმაურა და მას პროვოცირებული უწოდა.

ლეიბორისტების ლიდერი მოვლენების პროვოცირებაში ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

ნათელაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანი იყო, სხვა აქტუალური მოვლენებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებზე.

ლეიბორისტების ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი იყო "ქართული ოცნებისათვის" საერთაშორისო არენაზე იმიჯის შელახვა.

"პრემიერის განცხადებით, თურმე ჩვენ უნდა მოვემზადოთ ერთსქესიანთა ქორწინაბისთვის. ლეიბორისტული პარტია აღნიშნულ პოლიტიკას აფასებს პროვოკაციად ქვეყნის მომავლისადმი", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58