საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 15:55

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა  ხელი მოაწერა კანონს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, რომელიც, შესაბამისად, ძალაში შევიდა. კანონის თანახმად, ერთსქესიანთა ოჯახებს ბავშვების შვილად აყვანის უფლება ეძლევათ.

საკონსტიტუციო საბჭო იქვე ხაზგასმით განმარტაავს, რომ ასეთი უფლება აღიარებულია, თუმცა, ყველა ასეთი ოჯახი ამ უფლებით ვერ ისარგებლებს. თითოეული ოჯახის მოთხოვნის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება და პრიორიტეტი გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს  მიენიჭება.

საფრანგეთში კვლევების მიხედვით, მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას ფრანგების 60% უჭერს, ხოლო ამ წყვილების მიერ ბავშვების აყვანას და გაზრდას დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58