ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 15:17

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი ირითაში დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, კახიძის ქ. #6-ში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ალი ირითაშს და დევრან ილმაზს უკანონოდ, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, მოწყობილი ჰქონდათ სამორინეს ტიპის დაწესებულება, სადაც ყოველდღიურად მართავდნენ სხვადასხვა აზარტულ თამაშებს და ყოველი მოგებული თამაშიდან თანხის 10 % იღებდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58