გარუჯვა ხელს უწყობს დაბერებას და ნაოჭების გაჩენას

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 14:42

გარუჯვა მოდაში მეოცე საუკუნეში შემოვიდა. წინა საუკუნეში უპირატესობას ფერმკრთალ კანს ანიჭებდნენ, რადგან ელიტის წარმომადგენლებს ფიზიკური შრომა არ უწევდათ მზეზე. მხოლოდ მეოცე საუკუნის დასწაყისში ფინანსურად უზრუნველყოფილმა ხალხმა დაიწყო ზღვისპირა კურორტზე სიარული, საიდანაც დასვენებული და გარუჯულები ჩამოდიოდნენ.

მზის სხივები ადამიანის კანსა და მთლიანდ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებით კი,  ვისაც ბევრი ხალი აქვს სხეულზე ან სახეზე მათ ეკრძალებათ დიდ ხანს მზეზე ყოფნა. შუადღის საათებში განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ მზის მწველ სხივებს. რაც შეეხება დილის ნარუჯს სასარგებლოა რადგან, მზის სხივები კანში ვიტამინ D-ს სინთეზს იწვევენ, რომელიც აუცილეელია ადამიანისთვის.

მზის სხივები ორგანიზმში მოხვედრისას ენდორფინების - ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას იწვევს. ძალიან ლამაზია გარუჯული სხეული, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მზის სხვები ადვილად აბერებს კანს და ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58