ლგბტ-ს აქცია ჩვენი რელიგიური ხედვების დასაკნინებლად გაიმართა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 14:42

ეს აქცია სპეციალურად ჩვენი რელიგიური ხედვების დასაკნინებლად იმ ფონზე გაიმართა, როდესაც 40 დღე მართლმადიდებლები ერთმანეთს “ქრისტე აღსდგა”-თი ვესალმებით და მაშინ როდესაც ქართველი ვაჟკაცები საქართველოს მომავლისთვის უცხო მიწაზე

 წირავენ თავს, - ამის შესახებ „ჯეონიუსს“დასავლეთის სპეცსამსახურების ისტორიის მკვლევარმა თორნიკე შურღულაიამ განუცხადა.

 

შურღულაიას თქმით, საპატრიარქოს თხოვნის და მუდარის მიუხედავად, ლგბტ-ს წევრებმა და ე.წ. იდენტობამ მაინც გადაწყვიტეს აქციის გამართვა და საზოგადოების პროვოცირება, რამაც აღაშფოთა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი. მისივე განცხადებით, საზოგადოების აგრესია თავიდანვე იყო მოსალოდნელი, რადგან რწმენა საქართველოს გადარჩენასთან და ჭეშმარიტ იდენტობასთან ასოცირდება.

„გუშინ პროცესები უმართავი გახდა და ზედმეტ აგრესიაშიც კი გადაიზარდა, რასაც უნდა გაემიჯნოს მართლმადიდებლური ეკლესია და მრევლი. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ქვეყნებია საფრანგეთი, ისრაელი და სხვა მრავალი ქვეყანა, სექსუალური უმცირესობების დემონსტრაციების საწინააღმდეგო საპროტესტო და აგრესიული აქციები იქაც იმართება, რადგან გათავისებულია, რომ ეს გზა კაცობრიობას გადაშენებას უქადის. ორივე მხარეს ჰქონდა კონსტიტუციური უფლება თავისი აზრი დაეფიქსირებინა, თუმცა რწმენა და მორალი, ხშირ შემთხვევაში, კანონზე მაღლა დგას“, - აცხადებს თორნიკე შურღულაია.

სპეცსამსახურების ისტორიის მკვლევარს მიაჩნია, რომ იმ მცირე ჯგუფს აქვთ პირადი ცხოვრების უფლება, თუმცა არა ამის საზოგადოებაში პროპაგანდის საშუალება.

რაც შეეხება პოლიციის მიერ მოქალაქეთა უსართხოების დაცვას, შურღულაიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა და ამის შედეგია, რომ მსხვერპლი არ არის.

„მე ღირსეული პოლიციელების კვალიფიციური ქმედება დავინახე. დღეს აქცია, ხვალ აღლუმი, ქართველებისთვის მიუღებელია და დიდი საფრთხის შემცველია“, - განაცხადა თორნიკე შურღულაიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58