პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ტოლერანტობისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 14:02

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და დაგმო ძალადობა.

 მან საზოგადოებას ტოლერანტობის, ყველა მოქალაქის შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი დემოკრატიისთვის. ეს უფლება ვრცელდება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას, დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა შეზღუდვას. ნებისმიერი ასეთი ქმედების ჩამდენი პასუხს აგებს კანონის წინაშე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვან ჯგუფსა და მათ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკებების აღსაკვეთად მობილიზებული იყო ორი ათასზე მეტი პოლიციელი. წესრიგის დამცველთა სიმრავლის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ლგბტ აქციის მოწინააღმდეგეთა დაშოშმინება. მათმა ნაწილმა მიმართა ძალადობას, გაარღვია პოლიციის რიგები და სცადა ლგტბ საზოგადოების წარმომადგენელთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლიციელებმა ისინი ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6