15:00 საათზე კანცელარიასთან ძალადობის დასაგმობად შეიკრიბებიან

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 13:55

სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ეს ქვეყანა არის ცხოველების ფერმა, სადაც ჯვრებით შეიარაღებული, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მამაოები და ადამიანები უფრო თანასწორი არიან კანონთან, ვიდრე სხვა დანარჩენი მოქალაქეები,  -ამის შესახებ გუშინდელი აქციის ორგანიზატორი, სანდრო ლომინაშვილი აცხადებს და საზოგადოებას დღეს შეკრებისა და ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, დღეს შეიკრიბებიან იმისთვის, რომ დაგმონ ძალადობის ფაქტი და გუშინდელ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვონ. დღევანდელი აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზაბული აქცია არ შედგა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6