შსს-მ სხეულის დაზიანებისა და მუქარის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 12:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული დავით ბ. სხეულის დაზიანებისა და მუქარის ფაქტზე დააკავეს.

ბრალდებულმა 2013 წლის 17 მაისს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე მინი–მარკეტში გამყიდველს, 1966 წელს დაბადებულ მაია მირიანაშვილს, პირადი ანგარიშსწორების მიზნით, დანით 5 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დავით ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანებისა და მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59