თბილისში დარბეულ აქციაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ, ეკლესიამ და „იდენტობამ“ უნდა აიღოს

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 20:25

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, ლგბტ უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე მთავარ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ღონისძიებაზე პასუხისმგებელ სუბიექტებს აკისრებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მთავარი პასუხისმგებელობა ორგანიზაცია „იდენტობას“ ეკისრება, რომელმაც შემოთავაზებული აქციის მომზადების ფორმებთან მიმართებით, შეგნებულად არ გაითვალისწინა ორი მნიშვნელოვანი გარემოება – საზოგადოებრივი აზრი სექსულაური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც დემონსტრაციული ფორმა ჰქონდა და ღონისძიების ჩატარების პერიოდი, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობა ჯერ კიდევ თანაგრძნობაშია ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის მიმართ და ეროვნული გლოვის დღიდან გასულია მხოლოდ ერთი დღე.

ამასთან, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, სასულიერო პირების მხრიდან, მართლმადიდებელი მრევლის მიმართ, არ ყოფილა მკაფიო მოწოდება, რათა ბოლომდე შენარჩუნებულიყო აღნიშნული ჯგუფის შეკრების მშვიდობიანი ხასიათი, ხოლო კრიტიკული სიტუაციის მიმართ, საქართველოს პოლიციის მიერ არ იქნა ეფექტური ღონისძიების გატარება, გვეჩვენება, რომ არ მომხდარა დღევანდელი შეკრებისა და მანიფესტაციის რისკების და გამოწვევების სათანადო შეფასება და გათვალისწინება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგია და ყველა მოძალადის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მომხრეა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოების უმრავლესობის თუ უმცირესობის სხვადასხვა სამოქალაქო უფლებების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი. სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდბულება დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, თუმცა დღევანდელი აქციის მიმართ შეფასებები, მხოლოდ კანონის ცალხმრივი მიდგომით არ უნდა დავინახოთ.

თბილისში დაგეგმილი ლგბტ უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონის თანახმად, წარმოადგენდა უხამსობას, თუმცა დემოკრატიულ საზოგადოებაში, უხამსობის დასაშვებობა გამოხატვის თავისუფლებასთან კონფლიქტში არ მოდის. უხამსობის გავრცელება, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, ექვემდებარება მხოლოდ შეზღუდვებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ ყოფილიყო უხამსობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება, ლგბტ უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მომხდარიყო იმ ფორმით, რომელიც თავიდან აიცილებდა მომხდარ ძალადობას.

განვითარებული მოვლენების შედეგად, ზოგიერთი ექსპერტის თუ კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებებში, მკვიდრდება აზრი, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განხორციელებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აფერხებს, რაც არასწორია.

ჩვენ სამართლიანად და კრიტიკულადაც უნდა შევაფასოთ მართლმადიდებელი მრევლის დღევანდელი პროტესტი, რომელიც მიმართული იყო მანკიერი მოვლენის წახალისების საწინააღმდეგოდ და შემთხვევის განხილვა სექსულაური უმცირესობის კონკრეტულ პირთა განადგურების/დასჯის სურვილად არ უნდა მივიჩნიოთ. საქართველოს საზოგადოება დგას ქრისტიანული მორალის საფუძვლებზე და დღევანდელმა მოვლენებმა ცხადყო ის ფაქტიც, რომ საზოგადოება მკაცრი შემფასებელი იქნება ისეთი დემოკრატიული ქვეყნის მოდელზე, რომელიც ერთდროულად თანაზიარი იქნება ტრადიციებთან და საერთაშორისო გამოცდილებასთან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით, პასუხისმგებლობა საზოგადოებასთან ერთად, სახელმწიფოს და ეკლესიას უფრო მეტი მმართებთ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა სწრაფი ზომები იქნეს მიღებული ძალადობის შემდგომი ესკალაციისაგან, რადგანაც ჯერ კიდეც არსებობს დაპირისპირების საფრთხე.

ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ ორგანიზაცია „იდენტობას,“ რათა დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ლგბტ უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი აქცია დასრულებულად გამოაცხადოს. რაც საშუალება იქნება დაიშალოს სექსუალური უმცირესობის ღონისძიების მოწინააღმდეგეთა აქციაც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6