ეს თქვენი პოლიცია არაა, რომელიც " მიშა, მიშას " ღრიალებდა - გიორგი ცაგარეიშვილი

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 19:13

რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციაზე, ორი პოლიციელი დაშავდა. ერთს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს - თავი გატეხილი. ეს ის პოლიციაა, რომელიც მართლა ხალხს იცავს და არა თქვენი პოლიცია, რომელიც პოლიციის სამმართველოს ეზოში " მიშა, მიშას "ღრიალებდა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა, პარლამენტის ტრიბუნიდან, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს.

მისი თქმით, პოლიცია დღეს საზოგადოებას იცავს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული და შენარჩუნებული იყოს.

"ასეთი პოლიცია თქვენი და თქვენი მეგობრების დროს იყო, როდესაც ცემაში კლავდით, ქუჩა-ქუჩა ათრევდით, შემდეგ, მაღაზიის თავზე შემოაწყობდით და, ნეტარი სახით გამობრძანდებოდით და თქვენს სიმართლეზე ქადაგებდით. თქვენს, და არა ქართველი ხალხის სიმართლეზე. ეს დრო ნამდვილად დასრულდა", -  განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59