ციხეებიდან გმირებად გამოშვებულებმა და მათმა წახალისებამ ასეთი შედეგი მოგვცა - გიგა ბოკერია

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 19:12

ეს არის სამარცხვინო და საგანგაშო დღე მთელი საქართველოსთვის ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ "რუსთავი2"-თან სატელეფონი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს სიძულვილით აღსავსე მოძალადეები, ვინც  ვიხილეთ, სასტიკად არბევდნენ ადამიანებს, რომლებსაც ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდათ. ესენი არიან საქართველოში თავისუფლების და საქართველოს სახელმწიფოებრივობის მტრები. ესენი არიან დამნაშავეები და ისინი უნდა იყვნენ დასჯილი.

"მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, თუ როგორ დაგეგმა პოლიციამ დღევანდელი დღის მოქმედება, ეს კრიტიკა არ ეხება რიგით პოლიციელებს, მათ მართლაც სცადეს, რომ ეს ძალადობა გაეჩერებინათ, მაგრამ დაგეგმვა იყო ძალიან ცუდი სამწუხაროდ. ამ კრიტიკის მიუხედავად, პოლიციას რა თქმა უნდა, აქვს სრული პოლიტიკური უფლება და სამართლებრივი მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაში ჩემგან, რომ გამოიყენოს ყველა ის ლეგიტიმური მეთოდი, ამ სამარცხვინო მოძალადეების წინააღმდეგ, ვინც დღეს ეს საშინელება ჩაიდინა. დაგეგმვა როგორ ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვთქვა მთავარი პრობლემა რაც არის. მას შემდეგ, რაზეც ვისაუბრე, ამ სამარცხვინო კრიმინალი მოძალადეების გარდა ვამბობ, ეს არის ამასთან ერთად მთავარი კლიმატი ქვეყანაში. სადაც პრობლემა არის ის, რომ ნაწილი ამ ხალხისა, მათი ლიდერები გათავისუფლებული არიან როგორც და ე.წ. პოლიტპატიმრები, რუსეთის ჯაშუშებთან ერთად", - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ამ კლიმატის შექმნაში დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების რიგებში იყო ხალხი, ვინც ამის ექსპლუატაციას ეწეოდა და მთელი საარჩევნო კამპანიის კი არა, წლების განმავლობაში და იყო მოწინავე რიგებში ამ ძალადობის და ზოგიერთი მათგანი ახლაც აგრძელებს ამას.

"ეს იგივე ხალხია, ვისთვისაც სიძულვილი და ძალადობა ცხოვრების წესია. ასეთი ხალხის ციხეებიდან გმირებად გამოშვება, მათი წახალისება ასეთ შედეგს გვაძლევს. ხელისუფლებას თვითონ მიუძღვის ბრალი კლიმატის შექმნაში და, ამას გარდა, არ შეუძლია მართვა ასეთი ვითარების", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58