ქეთა აბაშიძის დასახმარებლად თსუ-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 18:56

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 20 მაისს, 17:00 საათზე, გაიმართება, საქველმოქმედო კონცერტი, ქეთა აბაშიძის დასახმარებლად.  სამი წლის ქეთა აბაშიძე  ავარიაში მოყვა, რის შემდეგ დაუზიანდა ზურგის ტვინი და დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს და ვერ სუნთქავს. ისრაელის კლინიკაში მისი განკურნება შესაძლებელია, ოპერაცია და მკურნალობის ხარჯები 150 000 აშშ დოლარს შეადგენს. 

 კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სალომე ქათამაძე; ირინა ბაირამაშვილი; მარი ჯობავა; ჯგუფი ,,ბანი"; დიტო ქისიშვილი; გიორგი დათიაშვილი; პაატა თედიაშვილი; ბოკა კვეკვესკირი და რუსა სერგია; მარიამ ელიეშვილი; ფანდურა (გიორგი ბექაური); დები ნაყეურებ; დები ზვიადაურები; ნინია მეტრეველი; გიორგი მაზანიშვილი; ანსამბლი ,,კვირია"; ქართული-ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი"

პოეტები: ლექსო დორეული; თინათინ რეხვიაშვილი; ერეკლე საღლიანი; ჯარჯი შუქიაურის ლექსებს წაიკითხავენ: თორნიკე თორდია და ლუკა ბურდული; სულხან წულუკიძე; მინდია არაბული; ოტარ ფალიანი; გურამ ფრესკაული

კონცერტის წამყვანები არიან ნანკა ქოქიაშვილი და გიორგი მეგრელიშვილი (მეგრელა).

ქეთა აბაშიძის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ  ტელეფონზე - 0901 700 705; საბანკო ანგარიში: GE02 TB74 8613 6080 1000 03; მიმღების დასახელება: ააიპ ფონდი  ქეტევან აბაშიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59