კიევში ქართული კულტურის IV ფესტივალი გაიმართება

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 18:35

ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავს ეძღვნება, კიევში 18 მაისს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 18 მაისს, დღის 15 საათზე, უკრაინაში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება, რომელიც კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე იფუნქციონირებს (ქ.კიევი, შულიავსკაიას ქ. 10/12). საღამოს 18 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდ საკონცერტო დარბაზში, ფესტივალის საზეიმო კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის კოლექტივებთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები - თეატრალურის კვარტეტი, ოთო ნემსაძე, ლადო დონღვანი და გიორგი ჩიტაური მიიღებენ მონაწილეობას.

ქართული კულტურის მეოთხე ფესტივალს უკრაინის ქართველთა ასოციაცია ”იბერიელი” სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია”-ს, უკრაინის კულტურის სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანადგომით გამართავს.

ფესტივალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6