,,რუსმეტალი“-ს საბანკო ანგარიშები არ დაყადაღებულა

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 16:39

“რუსმეტალის“ საქმესთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, შპს ,,რუსმეტალი“-ს საბანკო ანგარიშები არ დაყადაღებულა. 

არ დალუქულა ოფისი, საწარმო და საწყობები, რათა კომპანიას ხელი არ შეშლოდა თავისუფლად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაეგრძელებინა სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ტრანზაქციები, ნედლეულის შეძენა-გადამუშავება და მზა პროდუქციის რეალიზაცია.

გარდა ამისა, მეწარმის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტაცია დატოვებულია შპს ,,რუსმეტალი“-ს ოფისში და აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებს დაევალათ ადგილზე შეამოწმონ ორგანიზაცია, რითაც კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში შეძლებოდათ თავისუფლად ესარგებლათ საჭირო დოკუმენტებით. ამასთანავე, გუშინდელ საინფორამციო გამოშვებებში გასული უზუსტობის გამოსწორების მიზნით გაცნობებთ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ შპს ,,რუსმეტალი“-ს თანამშრომლები დაკავებული არ ყოფილან. 2013 წლის 2 აპრილს, შპს „რუსმეტალის“ ფინანსურ დირექტორს გერონტი ცვარიანსა და მთავარ ბუღალტერს თამარ ჯავაშვილს, წარედგინათ ბრალი, თუმცა მათი დაკავება არ მომხდარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59