პოლიციამ ვერ მოახერხა სიმშვიდის დაცვა - უჩა ნანუაშვილი

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 14:36

ამ წუთებში აქციაზე იმყოფება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.  როგორც სახალხო დამცველმა  "ჯეონიუსს" განუცხადა, ფაქტია,  რომ მოქალაქეთა გარკვევულ ჯგუფს არ მიეცა საშუალება, რომ ჩაეტარებინათ მშვიდობიანი აქცია და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.

მისი თქმით, აქციაზე მომხდარი დაპირისპირება არის სამართალდარღვევა და პოლიციამ ვერ მოახერხა სიმშვიდის დაცვა, რამაც გამოიწვია დაპირისპირება აქცის მონაწილეებს შორის.

აქციაზე სახალხოო დამცველის აპარატის ჯგუფი იმყოფება. მოგვიანებით სახალხო დამცველი დასკვნას დადებს მომხდარის შესახებ.

ამ წუთებში აქცის მონაწილეთა ნაწილი მიემართება ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ. ადგილზე პატრულირებენ სამართალდამცველები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58