ბასილ მკალავიშვილი მართლმადიდებლების დასაცავად ჭინჭრების რევოლუციას იწყებს

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 12:15

გლდანის მართლ-მადიდებელი  ეპარქიის სახელით, ბასილ მკალავიშვილი მართლ-მადიდებლების დასაცავად ჭინჭრების რევოლუციას იწყებს. როგორც მკალავიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,  ვარდების რევოლუციის შემდეგ ისინი ჭინჭრების რევოლუციას მოაწყობენ, რათა სულით წარწყმენდილებმა ეს წმინდა ქუჩები ჩამოიარონ.

 "ჯერ სექტები გააძლიერეს სოროსმა და   მისმა დამქაშებმა, ამჯერად კი მამათმავლები შემიგვისიეს, რომ მოგვისპონ ეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება", - განაცხადა ბასილ მკალავიშვილმა. 

დღეს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის"მიერ დაგეგმილი აქცია სასულიერო პირებმა და სხვადასხვა ეკლესიის მრევლმა გააპროტესტეს. ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6