ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები საკუთარ ოჯახებში გადაასვენეს

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 13:52

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ ოჯახებში - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სერჟანტი ზვიად დავითაძე - სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეთში და ვლადიმერ შანავა - წალენჯიხაში გადაასვენეს.

დაღუპულების გადასვენებას ოჯახის წევრებთან ერთად თანასოფლელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდებოდნენ.

კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძეს, უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძეს და კაპრალ ვლადიმერ შანავას კვირას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამივე დაღუპული სამხედრო მამაცობისა და თავგანწირვისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე არიან წარდგენილი.

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზის" ბაზაზე 13 მაისს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57