რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირები მრევლთან ერთად დილიდან იკრიბებიან

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 10:43

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ სქესობრი უმციერესობათა უფლებების დასაცავად დაგეგმილი აქციის გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. სასულიერო პირები საკუთარ მრევლთან ერთად და უფლებადამცველები დილიდან იკრიბებიან და ჰომოფობიისა და ქსენოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქციას აპროტესტებენ, რომელიც რუსთაველის გამზირზე 13:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ტერიტორიაზე უმრავლესობის უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ და ხელისუფლებას სქესობრივ უმცირესობათა პროპაგანდირების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვისკენ მოუწოდებენ.

ადგილზე დილიდან მობილიზებული საპატრულო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 4 კორდონი გააკეთა, რათა ორი აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპრება არ მოხდეეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59