ქართველი მოჭადრაკე შვეიცარიის საჭადრაკო გრან-პრის გამარჯვებული გახდა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 19:06

ქართველი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის პირველი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ხოტენაშვილმა 11 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა და საუკეთესოს ტიტული მოიპოვა.

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის დასკვნითი ტურის წინ, ხოტენაშვილს 7.5 ქულა ჰქონდა, გრან-პრის ერთპიროვნულად ლიდერობდა და ნახევარი ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს ანა მუზიჩუკს.

აღსანიშნავია, რომ V ეტაპს თბილისი უმასპინძლებს - 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით. გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი - 10 000 ევრო (+160 ქულა), II - 8 250 (+130), III - 6 750 (+120), IV - 5 750 (+90), V - 5 000 (+80), VI - 4 500 (+70), VII - 4 250 (+60), VIII - 4 000 (+50), IX - 3 250 (+40), X - 3 000 (+30), XI - 2 750 (+20), XII - 2 500 (+10).

გრან პრის გამარჯვებული 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59