ერთობლივმა კომისიამ სამი ხანდაზმული მსჯავრდებული გაათავისუფლა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 18:54

სასჯელ-აღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის  16 მაისს ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და სასჯელ-აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების მიერ არის შექმნილი, სასჯელისგან 3 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

მსჯავრდებულთა გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ასაკის გამო მოხდა. გათავისუფლებულთა შორის არიან 79 და 76 წლის მამაკაცები და 65 წლის ქალბატონი. ყველა მათგანმა სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61