კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზიანი 300 ათას ლარს შეადგენს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 18:25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სტიქიის შედეგად დაზარალებულ კახეთში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, 15 მაისის მონაცემებით,  ზარალი სამასი ათას ლარამდეა.

"ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და ჩვენმა სამსახურებმა დაითვალეს ინფრასტრუქტურული ზიანი, რაც დაახლოებით სამასი ათას ლარამდეა. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ზიანს, დათვლა დღეს საღამოს დასრულდება. მივდივარ ადგილზე მიმდინარე სამუშაოების მოსანახულებლად. ხვალ კი, არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მთავრობას მოვახსენებ. მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, -   განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად, კახეთში რამდენიმე სოფელში მოსავალი მთლიანად განადგურდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59