ეკა ბესელია მთავრობას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ყოფნა-არყოფნის გადახედვას სთხოვს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 16:37

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნით დიდი მსხვერპლია გაღებული და აცხადებს, რომ მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რამდენად გამართლებულია ავღანეთში კონტინგენტის ყოფნა.

ამის შესახებ დეპუტატი  facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნით დიდი მსხვერპლია გაღებული. დიდია გარდაცვლილთა რაოდენობა. ბუნებრივია, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პარლამენტი უნდა დაფიქრდეს, რამდენად გამართლებულია ამ კონტინგენტის ყოფნა. გასაგებია, რომ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი როლი გვაკისრია, მაგრამ იქნებ გადაიხედოს ჩვენი ჯარისკაცების ამ რაოდენობით და ამ მასშტაბით მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში", -  ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58