არასამთავრობო ორგანიზაციები სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის აკრძალვას ითხოვენ

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 16:15

12-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საინიციატივო ჯგუფს ქმნის და მთავრობას მიმართავს, სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა საქართველოში კანონით აიკრძალოს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ განაცხადეს.

მათი ინიციატივა ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას ეხება, რომელსაც სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად გამართავენ.

ინიციატორების თქმით,  ხვალ შეუერთდებიან აქციას, რომელიც სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგოდ იგეგმება და ამ ინიციატივას გააჟღერებენ.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ორგანიზაცია „იდენტობა“ გეგმავს მშვიდობიან აქციას ჰოფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით. აქცია ძველი პარლამენტის შენობის წინ, 13:00 საათზე დაიწყება და 20 წუთს გასტანს. ამ აქციის პარალელურად საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას გეგმავს საზოგადოების ერთ ნაწილიც, რომლის ორგანიზებას პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა ახორციელებს. ამ აქციას უერთდება მოძრაობა „ეროვნული ფრონტიც“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6