ბაღების სააგენტო, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ინსტრუმენტი, უნდა გაუქმდეს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 15:36

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბაღების სააგენტო, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ინსტრუმენტი უნდა გაუქმდეს.

ეს განცხადება ზაზა გაბუნიამ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ რამაზ სულამანიძესთან შეხვედრაზე გააკეთა.

“მე მიმაჩნია რომ ბაღების სააგენტო უნდა გაუქმდეს და ამის გაკეთება საჭიროა არა იმის გამო, რომ მე ბატონი რამაზი არ მომწონს, არამედ ორი უმთავრესი მიზეზის გამო, საჭიროა ფუნქციური დეცენტრალიზაცია და რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუშაობაში აქტიურად ჩაერთოს რაიონული გამგეობები. და მეორე, ბაღების სააგენტო ცალკეულ შემთხვევებში წარმოადგენდა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ინსტრუმენტს პარტიული ამოცანების შესრულების საქმეში”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას თქმით, არსებობს უამრავი ვიზუალური მასალა, რომლის მიხედვით დასტურდება რომ ბაღების თანამშრომლები სამუშაო საათებში მონაწილეობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ღონისძიებებში და ამის გამო სააგენტოს ეკისრება პასუხიმგებლობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6