ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს - გიორგი გუგავა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 13:30

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს.

როგორც "ჯეონიუსს" "ლეიბორისტული პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრის მიერ "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სერბეთის მაგალითს ემხრობა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ იგი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის მომხრეა. 

"შევარდნაძე–სააკაშვილის იდეურ-პოლიტიკური მემკვიდრე ივანიშვილი აგრძელებს წინამორბედების მიერ დაწყებული ქვეყნის დაშლის მოღალატეობრივი გეგმის განხორციელებას და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აპირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

პრემიერმა ივანიშვილმა ამის შესახებ არა მხოლოდ საჯაროდ განაცხადა, არამედ შემოიკრიბა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მოსურნე ანტიეროვნული ჯგუფები და კონკრეტულ ქმედებებსაც ახორციელებს.

დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს საქართველოს დაშლის საბოლოო გაფორმებასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს ანტი-სახელმწიფოებრივ ოლიგარქიულ ხელისუფლებას" - აცხადებს გიორგი გუგავა. 

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, პრემიერს გუნდში ჰყავს "რესპუბლიკური პარტია" რომლის წევერბიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას განუხრელასდ ემხრობიან და ანტი-ეროვნულ ქმედებებს ახორციელებენ.

                                                                                                                                               მირანდა ჭარხალაშვილი 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59