გახსნილია შპს "რუსმეტალის" შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 18:45

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მათთან დაკავშირებულ პირთა მიერ ორგანიზებული კორუფციის გამოვლენის მიზნით.

ამ ღონისძიებების ფარგლებში გახსნილია შპს "რუსმეტალის" მიერ საქართველოდან სილიკომანგანუმის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მხოლოდ ერთ ეპიზოდში უკვე დადგენილი და დადასტურებულია დაახლოებით 2,5 მლნ ლარის გათეთრების ფაქტი. დასახელებული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ქ. რუსთავის მოქმედი მერის ლაშა მინდელის ძმა მინდია მინდელი. საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით ყალბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუნენტები. ნამეტი (უკანონო) შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს `რუსმეტალს~ უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სესხის სახით მიღებული თანხა. შემდგომ ეტაპზე უკანონო ფულის წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელები ქმნიდნენ ყალბ დოკუმენტებს სესხის გასტუმრების თაობაზე, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, თანხები კრედიტორს უბრუნდებოდა ნაღდი ფულით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. სინამდვილეში აღნიშნული თანხების ნაწილი გამიზნული იყო წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისათვის, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საწარმო, რომლის ბრუნვა შეადგენდა 200 მილიონზე მეტ ლარს, უკანასკნელი წლების განმავლობაში საერთოდ არ შემოწმებულა. მითითებული თანამდებობის პირების ვინაობა მოკვლეული იქნება უახლოეს პერიოდში ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობებზე პასუხების მიღების შემდეგ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57