ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა სატრანსპორტო კოლონა ააფეთქა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 13:32

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა რამდენიმე სამოქალაქო სატრანსპორტო კოლონა ააფეთქა, რომლებშიც უცხოელები იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით,  დაიღუპა სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დილით მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ამ დრომდე იწვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლები და  ქაბულის აღმოსავლეთი კვამლშია გახვეული. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ აიღო. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6