ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 13:18

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.

3 მაისს გორის რაიონის სოფ. ბერშუეთში მცხოვრები ხვიჩა გლურჯიძე და 8 მაისს კასპის რაიონის სოფ. საკორინთლოში მცხოვრები ვასილ სალამაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ იყვნენ დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58