დღეს საქართველოს მასშტაბით გლოვის დღეა გამოცხადებული

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 11:34

დღეს საქართველოს მასშტაბით გლოვის დღეა გამოცხადებული. დაშვებულია დროშები სახელმწიფო უწყებებზე. გადადებულია გასართობი ღონისძიებები. ასევე, დროშები დაეშვა შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილში.  

საქართველოში ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს გლოვობენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის განკარგულებით,  ავღანეთში 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად, 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების თხოვნით დღეს მიმართა.

კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა ბრძოლისას გამოჩენილი გმირობისთვის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე არის წარდგენილნი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61