ავღანეთში დაღუპულ სამ ქართველ სამხედროს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 23:35

ხვალ, დილის 08:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთში დაღუპულ სამ ქართველ სამხედროს ჩამოასვენებენ, - ამის შესახებ "ჯეონიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა და ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ.

ჰელმანდის პროვინციაში, 13 მაისს ბაზა "შირგაზზე" მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე სამი ქართველი სამხედრო - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ, ასევე დაიჭრა 27 ქართველი სამხედრო.

სამივე დაღუპული ჯარისკაცი, ბრძოლისას გამოჩენილი გმირობისთვის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე არის წარდგენილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59